დღევანდელ, ტრენინგის ბოლო დღეს, როგორც ყოველთვის, გადავხედეთ ჩვენს წინა ნამუშევრებს, გავიმეორეთ ყველაფერი და ბოლოს თითოეულმა მასწავლებელმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ვისაუბრეთ პროექტიდან გამომდინარე თანამედროვე პრობლემურ თემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, რაც ძალიან საინტერესო და მოსაწონი იყო ჩემთვის, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი, ვისწავლე ბევრი ახალი, საჭირო, საინტერესო და აუცილებელი, რასაც გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ყველაფრისათვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს!
Thursday, March 9, 2017
Sunday, March 5, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დავათვალიერეთ ჩვენი გეგმები, შევიტანეთ უმნიშვნელო შესწორებები. ვისწავლეთ ფასილიტაციიის რესურსის შექმნა და გავაკეთეთ მოსწავლის ფასილიტაცია ჩვენი პროექტიდან გამომდინარე. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. ეს ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი.
Saturday, March 4, 2017
პროექტის მეშვიდე დღე
გამეორების შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაზე, ჩვენი პროექტის გეგმაში შევიტანეთ სასწავლო პროცედურები და თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ძალიან საინტერესო და ბევრი ახლის მომცემი იყო დრევანდელი დღეც სხვა დღეებთან ერთად.
Subscribe to:
Posts (Atom)