დღევანდელ, ტრენინგის ბოლო დღეს, როგორც ყოველთვის, გადავხედეთ ჩვენს წინა ნამუშევრებს, გავიმეორეთ ყველაფერი და ბოლოს თითოეულმა მასწავლებელმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ვისაუბრეთ პროექტიდან გამომდინარე თანამედროვე პრობლემურ თემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, რაც ძალიან საინტერესო და მოსაწონი იყო ჩემთვის, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი, ვისწავლე ბევრი ახალი, საჭირო, საინტერესო და აუცილებელი, რასაც გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ყველაფრისათვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს!
ინტელის სასწავლო კურსი
Thursday, March 9, 2017
Sunday, March 5, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დავათვალიერეთ ჩვენი გეგმები, შევიტანეთ უმნიშვნელო შესწორებები. ვისწავლეთ ფასილიტაციიის რესურსის შექმნა და გავაკეთეთ მოსწავლის ფასილიტაცია ჩვენი პროექტიდან გამომდინარე. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. ეს ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი.
Saturday, March 4, 2017
პროექტის მეშვიდე დღე
გამეორების შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაზე, ჩვენი პროექტის გეგმაში შევიტანეთ სასწავლო პროცედურები და თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ძალიან საინტერესო და ბევრი ახლის მომცემი იყო დრევანდელი დღეც სხვა დღეებთან ერთად.
Sunday, February 26, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
დავიწყეთ ისევ გამეორებით, ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის გაკეთება, გადავხედეთ სხვხდასხვა პროექტის გეგმებს, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და რამდენიმე ნიმუში გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში,
Saturday, February 25, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
მუშაობა დავიწყეთ ისევ წინა მასალის გამეორებით. ვისწავლეთ საავტორო უფლებებისა და გამოყენბული ლიტერატურის შაბლონების მოძებნა და შეტანა, ასევე ბლოგზე კომენტარების დათვალიერება და შექმნა. დაწვრილებით შევისწავლეთ როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის გაჯეტის გაკეთება.
Sunday, February 19, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
გადავხედეთ და გავიმეორეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა .განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, გავაკეთეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, შევქმენითპროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
Saturday, February 18, 2017
ტრენინგის მესამე დღე
გავიმეორეთ ბუკლეტის შექმნა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევიტანეთპროექტის მოკლე შინაარსი და სტანდარტები, პროექტის მიზანი და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
Subscribe to:
Posts (Atom)